|
2022-05-19 11:30:50, 640 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი ავსტრიის საელჩოს ახალი შენობის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი ავსტრიის საელჩოს ახალი შენობის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით,ღონისძიების ფარგლებში, ავსტრიის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, თომას მიულმანმა ნინო თანდილაშვილს ავსტრიის ჩარჩო-სტრატეგია „ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებთან განვითარების სფეროში თანამშრომლობისთვის“ გადასცა. დოკუმენტი მოიცავს ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) ახალ პროგრამას, რომელიც საქართველოს დახმარებას სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით ითვალისწინებს. „საქართველოსთვის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარება პრიორიტეტული მიმართულებაა, რაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან გამოხატული მნიშვნელოვანი მხარდაჭერითაც დასტურდება. მომდევნო წლების განმავლობაში, ავსტრიის განვითარების სააგენტოსთან ერთად, ამ მიმართულებით ერთობლივ პროექტებს განვახორციელებთ. ძირითადი აქცენტი მაღალმთიან რეგიონებში სოფლის განვითარების პროგრამების ხელშეწყობაზე გაკეთდება“, - აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)