|
2022-05-16 14:20:55, 1263 ნახვა
საზოგადოება
ტექნოპარკში იტალიის კვლევებისა და ინოვაციების დღე აღინიშნა
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, თბილისში იტალიის საელჩოსა და იტალიის ტექნოლოგიური ინოვაციების ასოციაციის (COTEC) ორგანიზებით, ტექნოპარკში, იტალიის კვლევებისა და ინოვაციების დღე (Italian Innovation and Research Day) აღინიშნა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო პრეზენტაციები, გაიმართა დისკუსიები იმ პროგრამების, პროექტებისა და შესაძლებლობების შესახებ, რომლებსაც სთავაზობს იტალია ქართველ სტარტაპებს და სტუდენტებს ინოვაციების და ტექნოლოგიების სფეროში. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალიც, რომლის გამარჯვებულებიც გაემგზავრებიან იტალიაში და გაივლიან სამთვიან უფასო სასწავლო ვიზიტს SPICI -ის FabriTech განყოფილებაში და ინტერნაციონალიზაციის დეპარტამენტში. „აღნიშნული პროექტი ხორციელდება 2018 წელს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და იტალიის ტექნოლოგიური ინოვაციების ასოციაციას COTEC - ს შორის გაფორმებული სამოქმედო შეთანხმების ფარგლებში, რომელიც გულისხმობს ქართველი სტარტაპებისთვის უფასო ,,სასწავლო ვიზიტს იტალიაში“. პროექტი მესამე წელია ხორციელდება და მისი მიზანია, როგორც ინოვაციური ეკოსისტემის განვითარება, ასევე საერთაშორისო გამოცდილების მიღება და გაზიარება.“- აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პოლიციამ ბერლინში ლგბტ პრაიდზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ტერორისტი მოკლა
გორში სპილენძის მოპარვისთვის 4 პირი დააკავეს, მათ 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
პოლიტიკური გამოხატვის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება შეკრების თავისუფლებას უხეშად არღვევს – საია
მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება ავტორიტარული მმართველობისთვის დამახასიათებელი რეპრესიული პრაქტიკაა- DRI
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)