09:52 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-13 21:50:14, 2007 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის ქალაქ მარიუპოლში რუსმა ოკუპანტებმა ბავშვების დეტალური დაკითხვა დაიწყეს

უკრაინის ქალაქ მარიუპოლში რუსმა ოკუპანტებმა ბავშვების დეტალური დაკითხვა დაიწყეს. - ამის შესახებ ინფორმაციას ქალაქის მერის მრჩეველი, პეტრო ანდრიუშჩენკო ავრცელებს.

მისივე თქმით, ოკუპანტები ამ ყველაფერს იმიტომ აკეთებენ, რომ მათი მშობლები ტყუილში დაიჭირონ.

"მარიუპოლიდან ბოლოს ევაკუირებულმა ადამიანებმა გვითხრეს, რომ რუსმა ოკუპანტებმა ბავშვების დაკითხვაც დაიწყეს. მშობლების თანდასწრებით დაკითხვის შემდეგ, იწყებენ მათ დაკითხვას დეტალებთან დაკავშირებით. რუსები ცდილობენ, რომ ბავშვების მშობლები ტყუილებში გამოიჭირონ" - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics