|
2022-05-12 17:06:09, 1239 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის საგარეო: ფინეთის ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით საპასუხო ნაბიჯებს გადავდგამთ
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ იძულებული იქნება გადადგას "საპასუხო ნაბიჯები" მისი მეზობელი ფინეთის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს ნაბიჯი სერიოზულად დააზარალებს ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ჩრდილოეთ ევროპაში. „მოსკოვს სხვა გზა არ დარჩება გარდა იმისა, რომ უპასუხოს ფინეთის გადაწყვეტილებას სამხედრო ალიანსში გაწევრიანების შესახებ“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. მანამდე ფინეთის პრეზიდენტმა და პრემიერმა განაცხადეს, რომ ქვეყანას ნატოში გაწევრიანება „დაყოვნების გარეშე“ სურს. ფინეთს რუსეთთან 1300 კმ (810 მილი) საზღვარი აქვს. ფინეთი ოფიციალურად თავის გადაწყვეტილებას კვირას გამოაცხადებს , მას შემდეგ რაც მას პარლამენტი და სხვა მაღალი რანგის პოლიტიკური მოღვაწეები განიხილავენ. ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანების პროცესი "საკმაოდ სწრაფად" მოხდება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)