|
2022-05-12 13:19:41, 1148 ნახვა
საზოგადოება
შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტს აშშ-ის საელჩომ უსაფრთხოების სპეციალური ტექნიკა გადასცა
შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტს საქართველოში აშშ-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილე - რაიან ჰარკერ ჰარისი, საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების უფროსი - ჯეიმს ულინი და რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი - მაკა მალაციძე ეწვივნენ. სტუმრებმა დეპარტამენტს საჩუქრად უსაფრთხოების სპეციალური ტექნიკა - მეტალოდეტექტორის თაღი გადასცეს. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ - გიორგი ბაგრატიონმა, აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად, გადმოცემული მეტალოდეტექტორი დაათვალიერა. შემდეგ გაიმართა სამუშაო შეხვედრა, სადაც მხარეებმა არსებული ურთიერთთანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები მიმოიხილეს. ღონისძიებას ასევე ესწრებოდა დაცვის პოლიციის დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და ეროვნული საგანძურის დაცვის სამმართველოს უფროსი - პატრი დარბაისელი. შეხვედრის დასრულების შემდეგ, აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები ცხელი ხაზისა და ცენტრალური მართვის განყოფილების სამუშაო პროცესს გაეცნენ.
პოლიციამ ბერლინში ლგბტ პრაიდზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ტერორისტი მოკლა
გორში სპილენძის მოპარვისთვის 4 პირი დააკავეს, მათ 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
პოლიტიკური გამოხატვის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება შეკრების თავისუფლებას უხეშად არღვევს – საია
მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება ავტორიტარული მმართველობისთვის დამახასიათებელი რეპრესიული პრაქტიკაა- DRI
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)