|
2022-05-11 19:07:55, 1292 ნახვა
საზოგადოება
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ჯაბნიძეებისა და ქიძინიძეების სოფლის მაცხოვრებლებს შეხვდა
მინისტრი ნინო ნიჟარაძე, შუახევის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ჯაბნიძეებისა და ქიძინიძეების სოფლის მაცხოვრებლებს შეხვდა. - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე თქმით, ადგილობრივებს სამინისტროს მიერ მიმდინარე წელს დაგეგმილი პროგრამებისა თუ პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ადგილზე მოისმინა სოფლის საჭიროებები და მათთვის საინტერესო კითხვებს უპასუხა. ,,სოფლად მოსახლეობასთან შეხვედრები რეგიონში აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით იმართება. შეხვედრების მიზანია ადგილზე გავეცნოთ მოსახლეობის საჭიროებებს და კომპეტენციის ფარგლებში, მყისიერად შევძლოთ არსებული გამოწვევების მოგვარება. დღემდე ამ ფორმატის საშუალებით არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი მოგვარდა და კვლავ გრძელდება აქტიური მუშაობა, რომ ნებისმიერი მოქალაქის მიერ დასმული საკითხი იყოს გადაწყვეტილი“ - აღნიშნა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ. მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა, სხვადასხვა სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება, სოციალური საკითხები - ეს ის თემებია, რომელზეც ადგილობრივებმა შეხვედრებისას გაამახვილეს ყურადღება.
„ოცნების“ დეპუტატი მიესალმება MMA-ს მებრძოლის მიერ ღირებულებების დასაცავად მოძრაობის შექმნას
გვარამია: MMA მებრძოლის ინიციატივამ შესაძლოა ლინჩის წესით გასამართლება გამოიწვიოს
ივანიშვილის რეჟიმის მხარდამჭერი MMA-ს მებრძოლი ქართული ტრადიციებისა და ღირებულებების დასაცავად მოძრაობას ქმნის
TI: „ოცნებამ“ ჟურნალისტების პარლამენტში აკრედიტაცია ზეწოლის ბერკეტად აქცია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)