07:25 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-11 13:16:25, 1342 ნახვა

ომი უკრაინაში
კულება - ჩვენ დავკარგეთ დრო, იარაღის მოწოდებას დასავლეთი დიდი ხნის განმავლობაში არიდებდა თავს

უკრაინა დასავლეთის მხრიდან შეიარაღების მიწოდების საკითხზე აქტიურ მოლაპარაკებებს რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრამდეც აწარმოებდა, მაგრამ პარტნიორები ამ ნაბიჯის გადადგმას თავს არიდებდნენ, დრო დაიკარგა,- აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება,  Politico- სთვის მიცემულ ინტერვიუში.

კულებას თქმით შეიარაღების მიღებასთასთან დაკავშირებით თებერვლის ბოლოს აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან ენტონი ბლინკენთან ისაუბრა.

"ვუთხარი, რომ, ალბათ, საბოლოოდ დადგა დრო, უკრაინისთვის  საჰაერო თავდაცვის სისტემა „პატრიოტი“ მიეცათ, მან თქვა: „დიმიტრი, პრინციპში, ეს შეიძლება მოხდეს. მაგრამ სულ მცირე ორი-სამი თვეა საჭირო იმისთვის, რომ თქვენს ხალხს მათი გამოყენება ასწავლოთ“, - განაცხადა მინისტრმა.

კულებამ აღნიშნა, რომ ომის კურსი განსხვავებული იქნებოდა, თუ უკრაინა საჭირო იარაღს დროულად მიიღებდა.

„რომ არ დაგვჭირვებოდა პარტნიორებისთვის საათობითა და დღეების განმავლობაში ახსნა, თუ რატომ გვჭირდებოდა ეს კონკრეტული იარაღი და არა სხვა, ჩვენ უკვე მივიღებდით და ყველას ვასწავლიდით მის გამოყენებას. სიტუაცია სულ სხვანაირი იქნებოდა, ბევრად უკეთესი, ჩვენ ყველამ დავკარგეთ დრო და მივეცით პუტინს საშუალება მიეღო ის, რაც არ უნდა მიეღო“, - განაცხადა კულებამ.


     





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics