06:02 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-10 19:31:02, 1758 ნახვა

ომი უკრაინაში
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ჩვენ მტკიცედ დავუჭერთ მხარს უკრაინას სამხედრო თვალსაზრისით

ჩვენ მტკიცედ დავუჭერთ მხარს უკრაინას სამხედრო თვალსაზრისით. - ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი ავრცელებს.

მისივე თქმით, გერმანია მუშაობს, რათა  უკრაინამ თანამედროვე იარაღი მიიღოს.

"ჩვენ მტკიცედ დავუჭერთ მხარს უკრაინას სამხედრო თვალსაზრისითაც. ეს ნიშნავს, რომ გარდა იმისა, რაც უკვე მივაწოდეთ, რამდენიმე დღეში დავიწყებთ უკრაინელი ჯარისკაცების მომზადებას, ვასწავლით თვითმავალი ჰაუბიცების გამოყენებას. ვმუშაობთ გერმანელ მწარმოებლებთან, რათა უკრაინამ მიიღოს ყველაზე თანამედროვე იარაღი და შეძლოს საკუთარი ქალაქების დაცვა შემდგომი თავდასხმებისგან", - განაცხადა ბერბოკმა კიევში პრესკონფერენციის დროს.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics