06:01 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-10 13:16:44, 1619 ნახვა

ომი უკრაინაში
აზოვსტალის ქარხანაში 100-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე რჩება

უკრაინის საპორტო ქალაქ მარიუპოლში აზოვსტალის ფოლადის ქარხანაში სულ მცირე 100 მშვიდობიანი მოქალაქე რჩება. ამის შესახებ ინფორმაციას ქალაქის მერის თანაშემწე, პეტრო ანდრიუშჩენკო Telegram-ზე ავრცელებს.

მისი თქმით, მშვიდობიანი მოსახლეობის ქარხანაში ყოფნა არ ამცირებს რუსი ოკუპანტების მიერ თავდასხმების სიხშირეს, 

"გარდა სამხედროებისა, სულ მცირე 100 მშვიდობიანი მოქალაქე რჩება (აზოვსტალის) თავშესაფრებში. თუმცა, ეს არ ამცირებს ოკუპანტების თავდასხმებს,"-  წერს მარიუპოლის მერის თანაშემწე პეტრო ანდრიუშჩენკო Telegram-ზე

 როგორც ცნობილია, ფოლადის ქარხანა, რომელსაც რუსეთი კვირების განმავლობაში უტევს, ძლიერი ცეცხლის ქვეშაა. აზოვის ბატალიონის მებრძოლებმა პირობა დადეს, რომ რუსეთს არ დანებდებიან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics