|
2022-05-10 13:13:19, 1400 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკსა“ და USAID-ს შორის მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერების მიზნით მემორანდუმი გაფორმდა
„საქართველოს ბანკსა“ და USAID-ს შორის მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერების მიზნით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ხელმოწერის ცერემონიალი USAID - ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასა და USAID - ის სოფლის მეურნეობის პროგრამასთან შედგა. პარტნიორობის ფარგლებში ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, აგრო და მსუბუქი მრეწველობის მიმართულებით, მცირე და საშუალო ბიზნესები 2 მთავარი მიმართულებით მიიღებენ მხარდაჭერას. ესენია: სერვისებისა და პროდუქტების ექსპორტზე გატანა და საბუღალტრო და ფინანსური ანგარიშგების ავტომატიზაცია. პროექტის ფარგლებში USAID-ის ორივე პროგრამის კონტრიბუცია 300 000 ლარს შეადგენს. „მოხარულები ვართ, რომ საქართველოს ბანკსა და USAID-ს შორის თანამშრომლობა აქტიურად გრძელდება. 2021 წელს, ჩვენ უკვე წარმატებით განვახორციელეთ USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან ერთობლივი პროექტი, რომელიც 20-მდე SME კომპანიის ექსპორტზე გასვლის მხარდაჭერას ითვალისწინებდა. პროექტის ფარგლებში საქართველოს ბანკის მიერ 11 მლნ. ლარის მოცულობის ინვესტიცია გამოიყო, რაც აღნიშნული კომპანიების შემდგომ განვითარებას მოხმარდა. ახალი პარტნიორობის ფარგლებში კი, გვეძლევა შესაძლებლობა, კიდევ მეტ მცირე და საშუალო ზომის ბიზნესს დავუჭიროთ მხარი ზრდაში, საექსპორტო ბაზრების ათვისებასა და საჭირო ფინანსებზე წვდომის მოპოვებაში. გვჯერა, ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული პროგრამა მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ქვეყნის მასშტაბით ბიზნესის გაძლიერებაში და ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებას“, - აცხადებს საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი, არჩილ გაჩეჩილაძე. „ჩვენმა პროგრამამ უკვე წარმატებით ითანამშრომლა გასულ წელს საქართველოს ბანკთან მცირე და საშუალო საწარმოების პრაქტიკული დახმარების, მათი ბიზნესის განვითარებისა და ექსპორტის მიმართულებით. მოხარულები ვართ, რომ პარტნიორობის ფარგლებში გვაქვს შესაძლებლობა, საქართველოს ბანკთან ერთად წამოვიწყოთ ახალი ინიციატივები უკვე USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ჩართულობითაც, და ვუზრუნველვყოთ BIZ-Link პროექტის გაფართოება ახალი მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებით, ასევე 200-მდე კომპანიისთვის მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა ავტომატური აღრიცხვის სისტემებისა და ტექნიკური მხარდაჭერის მეშვეობით.“- აღნიშნა მარკ მაკკორდმა, USAID - ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელმა.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)