|
2022-05-09 11:50:21, 1075 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი სამუშაო ვიზიტით აშშ-ს ეწვევა
9 – 11 მაისს, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი სამუშაო ვიზიტით აშშ - ს ეწვევა და შეხვედრებს გამართავს სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ლევან დავითაშვილის შეხვედრა აშშ - ის სავაჭრო წარმომადგენელთან, ქეთრინ თაისთან, აგრეთვე მაღალი დონის შეხვედრა აშშ - ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციაში. ვიცე-პრემიერი ასევე შეხვედრებს გამართავს აშშ - ის კონგრესში, სადაც განხილული იქნება ორი ქვეყნის თანამშრომლობის პრიორიტეტული პოლიტიკური საკითხები. ვიზიტი ასევე ითვალისწინებს ლევან დავითაშვილის შეხვედრებს აშშ - ის კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, მათ შორის, ვიცე-პრემიერი მრგვალი მაგიდის ფორმატში შეხვედრას გამართავს ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს წევრ კომპანიებთან, სადაც განხილული იქნება საქართველოს ეკონომიკური ტენდენციები და აშშ - საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობის აქტუალური საკითხების ფართო სპექტრი. ასევე დაგეგმილია შეხვედრები აშშ - ის ექსპორტ-იმპორტის ბანკსა და აშშ - ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოში. გარდა ამისა, გაიმართება შეხვედრა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელ ჯეიმს ჯონთან.
„ოცნების“ დეპუტატი მიესალმება MMA-ს მებრძოლის მიერ ღირებულებების დასაცავად მოძრაობის შექმნას
გვარამია: MMA მებრძოლის ინიციატივამ შესაძლოა ლინჩის წესით გასამართლება გამოიწვიოს
ივანიშვილის რეჟიმის მხარდამჭერი MMA-ს მებრძოლი ქართული ტრადიციებისა და ღირებულებების დასაცავად მოძრაობას ქმნის
TI: „ოცნებამ“ ჟურნალისტების პარლამენტში აკრედიტაცია ზეწოლის ბერკეტად აქცია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)