04:47 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-08 16:08:41, 1725 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინულმა მხარემ ოდესის ოლქში რუსული საკრუიზო რაკეტა ჩამოაგდო

ოდესის რეგიონში უკრაინელმა სამხედროებმა რუსული საკრუიზო რაკეტა და დრონი Forpost გაანადგურეს. .ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია საჰაერო სარდლობის სამხრეთის  საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, შუადღისას, სამხრეთის საჰაერო სარდლობის საზენიტო-სარაკეტო ძალების ქვედანაყოფმა შავი ზღვიდან რუსული მრავალფუნქციური გამანადგურებლის Su-35-ის მიერ გაშვებული სადაზვერვო თვითმფრინავი Forpost და საკრუიზო რაკეტა გაანადგურა.

"მტერი ჯიუტად აგრძელებს  ჰაერიდან სიტუაციისა და ობიექტების ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის შეგროვებას, მომავალი სარაკეტო თავდასხმისთვის. რუსები აგრძელებენ  ჩვენს რეგიონზე შეტევას“, - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც UNIAN იტყობინება, ღამის განმავლობაში მტერმა  სარაკეტო იერიში მიიტანა ოდესის რეგიონზე. საჰაერო თავდაცვის ძალებმა ორი რაკეტა ჩამოაგდეს. კიდევ 6 ადგილზე სხვადასხვა ობიექტს შეეჯახა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics