|
2022-05-06 14:07:00, 713 ნახვა
საზოგადოება
9 მაისთან დაკავშირებით, თბილისის მერიამ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს 1 000 ლარი გადაურიცხა
ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს, 1 000 ლარი, ხოლო ამ ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს 500 ლარი ჩაერიცხათ. თბილისის მერიის ინფორმაციით, მთავრობის განკარგულებამდე, თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა შესაბამისი პროგრამის ფარგლებში, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს 600 ლარი, ხოლო ამ ომში დაღუპულთა მეუღლეებს - 300 ლარი გადაურიცხა, რასაც მთავრობის განკარგულების თანახმად, 400 და 200 ლარი დაემატა და ომის ვეტერანთა შემთხვევაში 1 000, ხოლო მარჩენალდაკარგულთა შემთხვევაში, 500 ლარი შეადგინა. უწყების ცნობით, 9 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისის მერიამ მატერიალური დახმარება მეორე მსოფლიო ომის მონაწილე 84 ვეტერანს და ამ ომში დაღუპულთა ოჯახის 46 წევრს გაუწია. თანხის გადარიცხვა ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის მიერ მოწოდებული ბაზის საფუძველზე, ბენეფიციართა პირად საბანკო ანგარიშზე განხორციელდა.
„ოცნების“ დეპუტატი მიესალმება MMA-ს მებრძოლის მიერ ღირებულებების დასაცავად მოძრაობის შექმნას
გვარამია: MMA მებრძოლის ინიციატივამ შესაძლოა ლინჩის წესით გასამართლება გამოიწვიოს
ივანიშვილის რეჟიმის მხარდამჭერი MMA-ს მებრძოლი ქართული ტრადიციებისა და ღირებულებების დასაცავად მოძრაობას ქმნის
TI: „ოცნებამ“ ჟურნალისტების პარლამენტში აკრედიტაცია ზეწოლის ბერკეტად აქცია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)