03:35 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-06 13:52:14, 1090 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის პროკურატურა შოიგუს, მედვედევსა და ვოლოდინს დაკითხვაზე იბარებს

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი,  თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ და დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი დაკითხვაზე დაიბარა. ამის შესახებ ინფორმაცია გენერალური პროკურატურის ოფიციალურ ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.

ოქმის მიხედვით, რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს წევრები უკრაინის პროკურატურაში 16, 17 და 18 მაისს უნდა გამოცხადნენ.

"დაკითხვაზე დაბარებული არიან ФСБ-ს დირექტორი, ალექსანდრ ბორტნიკოვი, სადაზვერვო სამსახურის უფროსი, სერგეი ნარიშკინი, შს მინისტრი, ვლადიმირ კოლოკოლცევი, როსგვარდიის ხელმძღვანელი, ვიქტორ ზოლოტოვი,"- წერს უკრაინული მედია.

შეგახსენებთ, რომ  უკრაინის პროკურატურამ  სახელმწიფო კორპორაცია „როსკოსმოსის“ გენერალურ დირექტორს დიმიტრი როგოზინს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისა და აგრესიული ომის წარმოებაში დახმარების მუხლებით დაუსწრებლად წაუყენა ბრალი .სისხლის სამართლის საქმე ასევე აღიძრა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას წინააღმდეგ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics