14:38 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-05 17:58:46, 1078 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის გენპროკურორმა, რუსეთის სავარაუდო ომის დანაშაულებებზე, აშშ-ის ჰელსინკის კომისიის მოსმენაზე ჩვენება მისცა

ირინა ვენედიქტოვამ ჩვენება მისცა ჰელსინკის კომისიის მოსმენაზე რუსეთის მიერ უკრაინაში სავარაუდო სამხედრო დანაშაულების შესახებ. - ამის შესახებ ინფორმაციას უკრიანის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

მისივე თქმით, ჰელსინკის კომისია არის აშშ-ს სამთავრობო კომისია, რომელიც ხელს უწყობს ადამიანის უფლებებს, სამხედრო უსაფრთხოებას და ეკონომიკურ თანამშრომლობას 57 ქვეყანაში.

„აშშ-ს კონგრესის ჰელსინკის კომისიამ მოსმენა უკრაინაში რუსეთის ომის დანაშაულებებზე გამართა. მე მივეცი ჩვენება რუსეთის არმიის მიერ ჩვენს მიწაზე ჩადენილი საშინელი სისასტიკის შესახებ: სამოქალაქო ობიექტების განზრახ დაბომბვა, მკვლელობები და წამება, გაუპატიურება, როგორც იარაღი“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
FIFA-მ შესაძლოა, IOC-ის გადაწყვეტილების შემდეგ, რუსეთის გუნდების აკრძალვა მოხსნას
ზიდანი დაბრუნდა! მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ საფრანგეთის ეროვნული ნაკრები ჩაიბარა.
ზელენსკიმ Wildberry-ზე თავდასხმას უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მიერ განხორციელებულ დარტყმებზე საპასუხოდ შეაფასა
მოსკოვისა და ტამბოვის ოლქებში მომხდარი დარტყმების შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics