|
2022-05-04 13:21:39, 1062 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერია მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტების და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტების სწავლას დააფინანსებს
დედაქალაქის მერია მრავალშვილიანი ოჯახის წევრ სტუდენტების და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტების სწავლას დააფინანსებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კახა კალაძე განმარტავს, დაფინანსება წელიწადში ორჯერ გაიცემა. „ თბილისის მერია იწყებს ახალ პროგრამას მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტების და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტების სწავლის დაფინანსების მიზნით. ახალი პროგრამით დაფინანსდებიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტები და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტები, რომელთაც განცხადების შემოტანის მომენტისთვის არანაკლებ ბოლო 6 თვის განმავლობაში უფიქსირდებათ თბილისში რეგისტრაცია. ყველა ასეთ სტუდენტს დავეხმარებით. დაფინანსება წელიწადში ორჯერ გაიცემა. დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში განვლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე. ეს ყველაფერი სტუდენტის მიღებულ ქულებზეა დამოკიდებული. იქნება 100% და 70%-იანი დაფინანსება“,- აღნიშნავს კალაძე.
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით "ჯეოკეპმა" ახალი საწარმო გახსნა
CashBack-ის და Mastercard-ის შეთავაზება ICR Home-ის მაღაზიებში
„ოცნების“ დეპუტატი მიესალმება MMA-ს მებრძოლის მიერ ღირებულებების დასაცავად მოძრაობის შექმნას
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)