15:44 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-03 15:17:00, 1113 ნახვა

მსოფლიო
ვლადიმერ პუტინმა საპასუხო სანქციების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საპასუხო სანქციების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

განკარგულების თანახმად, აღნიშნული ზომები მიიღება ქვეყნის ეროვნული ინტერესების დასაცავად უცხო სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების არამეგობრული და საერთაშორისო სამართლის საწინააღმდეგო ქმედებებთან დაკავშირებით, რომლებიც მიმართულია უკანონო შეზღუდვისკენ, ან რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისა და  იურიდიული პირების საკუთრების უფლების ჩამორთმევასთან.

გარდა ამისა, სახელმწიფო ორგანოებს, მუნიციპალურ ხელისუფლებას, აგრეთვე რუსეთის იურისდიქციის ქვეშ მყოფ ორგანიზაციებსა და პირებს ეკრძალებათ:

  • განახორციელონ ტრანზაქციები რუსეთის სანქციების ქვეშ მყოფი ფიზიკური პირებისა და კომპანიების სასარგებლოდ.
  • შეასრულოს ასეთ პირებთან საგარეო სავაჭრო ტრანზაქციებით ნაკისრი ვალდებულებები, თუ გარიგება ჯერ არ დასრულებულა.
  • განახორციელონ ფინანსური ოპერაციები, რომლის ბენეფიციარები არიან სანქციებს დაქვემდებარებული პირები.
  • ამასთან ერთად, აკრძალულია პროდუქციისა და ნედლეულის ექსპორტი, თუ მიწოდება ხდება რუსეთის სანქციების ქვეშ მყოფი პირების სასარგებლოდ.

გარდა ამისა საპასუხო სანქციების ქვეშ მყოფი პირების სია მთავრობამ 10 დღის ვადაში უნდა დაადგინოს. განისაზღვროს დამატებითი კრიტერიუმები ტრანზაქციების კლასიფიკაციისთვის, რომელთა ვალდებულებების შესრულება განკარგულების მიხედვით აკრძალულია.

ამავდროულად, ფინანსთა სამინისტროს და რუსეთის ფედერაციის ცენტრალურ ბანკს მიენიჭებათ უფლება მისცენ ოფიციალური ახსნა-განმარტებები ამ განკარგულების გამოყენებასთან დაკავშირებით, გარდა ფინანსური ოპერაციების წესისა, რომელთა ბენეფიციარები არიან რუსეთის ფედერაციაში მყოფი პირები.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
ტაქსის ფასებით თურქეთი საქართველოს მეზობლებს შორის ლიდერობს, საქართველო კი მეორე ადგილზეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics