|
2022-05-03 14:57:05, 1137 ნახვა
საზოგადოება
აკად. ნ.ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის მენეჯმენტში ცვლილებებია
საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის მართვაში არსებულ აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის მენეჯმენტში ცვლილებებია - 2022 წლის 3 მაისიდან, აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორად ლიანა ჭუმბურიძე ინიშნება. ლიანა ჭუმბურიძე 2019 წლიდან ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის საოპერაციო დირექტორი იყო. 2017-2018 წლებში მუშაობდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში ფინანსური დირექტორის თანამდებობაზე. ლევან გოფოძე რჩება რესპუბლიკური საავადმყოფოს გუნდში და კლინიკაში აგრძელებს საქმიანობას. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფისა და სტრუქტურულ-ფუნქციური ოპტიმიზაციის მიზნით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში რეორგანიზაციის პროცესი მიმდინარეობს, რაც სამუშაო პროცესის ნაწილია. საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი, როგორც კლინიკის მმართველი გუნდი, მადლობას უხდის თანამშრომლებს, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს კლინიკის გამართულ ფუნქციონირებაში COVID-19-ის პანდემიის დროს და მომავალშიც განაგრძობს მათთან თანამშრომლობას. რესპუბლიკური საავადმყოფო, რომელიც ჰოლდინგის მართვაში არსებული უმსხვილესი სახელმწიფო კლინიკაა, ამჟამად, ჰიბრიდულ რეჟიმზე გადაწყობის პროცესშია, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაბამისი სამუშაოების ჩატარების შემდეგ, კლინიკა მიიღებს როგორც კოვიდპაციენტებს, ასევე უზრუნველყოფს სხვა სამედიცინო სერვისების მიწოდებას.
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით "ჯეოკეპმა" ახალი საწარმო გახსნა
CashBack-ის და Mastercard-ის შეთავაზება ICR Home-ის მაღაზიებში
„ოცნების“ დეპუტატი მიესალმება MMA-ს მებრძოლის მიერ ღირებულებების დასაცავად მოძრაობის შექმნას
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)