|
2022-05-02 13:04:00, 1304 ნახვა
სამართალი
ქართულ-სომხური სამართლებრივი ფორუმი გაიხსნა
თბილისი ქართულ-სომხურ სამართლებრივ ფორუმს მასპინძლობს. ღონისძიება საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და სომხეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრმა კარენ ანდრესიანმა გახსნეს. მინისტრებმა სამართლებრივ სფეროში საქართველოსა და სომხეთის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, „ქართულ-სომხური სამართლებრივი ფორუმის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იყო იუსტიციის სამინისტროს დელეგაციის ვიზიტისას სომხეთში და სულ რაღაც ორი თვის თავზე თბილისში იმართება ქართულ-სომხური ფორუმი. დღევანდელი ღონისძიება კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის გაღრმავებას", − აღნიშნა რატი ბრეგაძემ და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო-სომხეთს შორის ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადავა და, შესაბამისად, ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროებს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო წარმატებული იქნება. სომხეთის იუსტიციის მინისტრმა მადლობა გადაუხადა რატი ბრეგაძეს მასპინძლობისათვის და აღნიშნა, რომ ქართულ-სომხური სამართლებრივი ფორუმი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ორი ქვეყნის პარტნიორობის გაღრმავებისათვის. „ჩვენ ბევრი რამ გვაქვს სასწავლი ქართველი კოლეგებისგან, დაწყებული პრობბოქსის ბრწყინვალე იდეიდან, რაც კარგად უწყობს ხელს პრობაციის სისტემის განვითარებას... კიდევ ერთი დიდი გამოცდილება, რომელიც მსურს, აღვნიშნო, ეხება იუსტიციის სახლებს. საქართველო ნამდვილად ჩემპიონია სერვისების მოწოდების კუთხით... თანამშრომლობის კიდევ ერთი დიდი სფეროა სასამართლოს აქტების აღსრულება, ასევე, საარბიტრაჟო ცენტრი, რომელიც საქართველომ უკვე შექმნა, ხოლო სომხეთი ამ მნიშვნელოვანი პროექტის დაწყებით ეტაპზეა... თანამშრომლობის დღის წესრიგი საკმაოდ ვრცელია და ჩვენ გავაგრძელებთ ამ პარტნიორობას", − განაცხადა კარენ ანდრესიანმა. ქართულ-სომხური სამართლებრივი ფორუმი ხვალ დასრულდება. ვიზიტის ფარგლებში სომხეთის იუსტიციის მინისტრი ეროვნულ არქივს, იუსტიციის სახლს, პენიტენციურ სამსახურს მოინახულებს და მათი მუშაობის ქართულ მოდელს გაეცნობა.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)