|
2022-04-28 22:32:05, 1803 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - უკრაინა მზადაა მოლაპარაკებებისთვის აზოვსტალიდან ხალხის ევაკუაციაზე
უკრაინა მზადაა მოლაპარაკებებისთვის აზოვსტალიდან ხალხის ევაკუაციაზე - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს. მისივე თქმით, გაერომ უნდა აღბეჭდოს და მოახდინოს ყველა იმ დანაშულის დოლუმენტირება, რომელსაც რუსეთი უკრაინაში ახორციელებს. "უკრაინა მზადაა დაუყონებლივ მოლაპარაკებებისთვის,რათა აზოვსტალიდან ხალხის ევაკუაციასთან დაკავშირებით და მიღწეული შეთანხმებების დაუყოვნებელი განხორციელება შევძლოთ. ამ ადამიანების მიმართ ჰუმანურ მოპყრობას რუსეთის ფედერაციისგანაც ველოდებით. ვიმედოვნებთ, რომ გენერალური მდივნის მისიის ეს ნაწილი ეფექტური იქნება. ჩვენ მზად ვართ ამაში ყველანაირი წვლილი შევიტანოთ“, - განაცხადა ზელენსკიმ. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)