|
2022-04-28 20:11:57, 1705 ნახვა
ომი უკრაინაში
ბაიდენი პუტინს - თქვენ ვერასდროს მიაღწევთ წარმატებას უკრაინის დამორჩილებაში
აგრესია ვერ გაიმარჯვებს, მუქარა ვერ გაიმარჯვებს. - ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ავრცელებს. მისივე თქმით, უკრაინის ომმა სერიოზული პრობლემა შექმნა, მაგრამ ასევე უზარმაზარი შესაძლებლობა მომავალი ომების შეკავებისთვის. "ყველა ეს ქმედება სიმართლეს ეხება - უკრაინის თავისუფლებასა და უსაფრთხოებაში ინვესტირება მცირე ფასია, რომელიც უნდა გადავიხადოთ რუსეთის აგრესიის დასასჯელად, რათა მომავალი კონფლიქტის რისკი შევამციროთ. თქვენ ვლადიმირ პუტინო ვერასოდეს მიაღწევთ წარმატებას უკრაინის დამორჩილებაში". - თქვა ბაიდენმა. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)