|
2022-04-28 20:00:57, 1765 ნახვა
ომი უკრაინაში
ბაიდენი - რუსეთი არის აგრესორი და აქ არავითარი მაგრამ არ არსებობს
რუსეთი აგრესორია, არანაირი "თუ" და "მაგრამ" არ არსებობს. - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა. მისივე თქმით, რასაც ახლა უკრაინაში ვხედავთ არის საშინელება. "რუსეთი აგრესორია, არანაირი "თუ" და "მაგრამ" არ არსებობს...ჩვენ ვხედავთ საშინელებებსა და სამხედრო დანაშაულის ფაქტებს, რასაც სჩადიან მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე. თუ ხოცვა-ჟლეტა გაგრძელდება, ჩვენ გავაგრძელებთ სამხედრო დახმარების გაწევას უკრაინისთვის"- განაცხადა ბაიდენმა. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)