14:26 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-27 17:41:37, 2485 ნახვა

კომენტარი
სიმონიანი - საქართველომ უარი უთხრა უკრაინას აფხაზეთში მეორე ფრონტის გახსნაზე, მოდით, გავხსნათ საჰაერო მიმოსვლა

რუსული პროპაგანდისტული მედია Russia Today-ს მთავარი რედაქტორი, მარგარიტა სიმონიანი საქართველოზე მორიგ განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ "საქართველომ  უკრაინას დახმარებაზე უარი უთხრა". 

სიმონიანმა, ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა, რუსეთთან მეორე ფრონტის  საქართველოში გახსნის საფრთხე, კატეგორიულად უარყო.

„საქართველომ უარი უთხრა უკრაინას აფხაზეთში მეორე ფრონტის გახსნით დახმარებაზე. მოდით, უკვე გავხსნათ საჰაერო მიმოსვლა მათთვის“, - წერს სიმონიანი. 

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, უკრაინის ზოგიერთი ლიდერის ამოცანა არის მოლდოვასა და საქართველოში რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნა. ღარიბაშვილის აზრით, დღეს ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილი რომ ყოფილიყო, საქართველოში იქნებოდა მეორე მარიუპოლი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები
ნინო ნადირაძე ხოშტარიას ვივა-მედში გადაყვანაზე: კიდე კაი, შაბათ-კვირა შემარგეს
პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური თამაშები აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics