|
2022-04-22 12:18:37, 1294 ნახვა
საზოგადოება
ფინანსთა მინისტრი გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური მინისტრის საპარლამენტო სახელმწიფო მდივანს შეხვდა
ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, საქართველოსა და გერმანიას შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური მინისტრის საპარლამენტო სახელმწიფო მდივანმა, ნილს ანენმა. უწყების ცნობით, შეხვედრა ამერიკის შეერთებულ შტატებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში შედგა. ლაშა ხუციშვილმა გერმანიის მთავრობას მადლობა გადაუხადა ფინანსური და ტექნიკური თანამშრომლობის ფარგლებში გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) და სხვა გერმანული ინსტიტუტების დახმარებით ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტებისა და პროგრამების დაფინანსებისთვის. ცალკე აღინიშნა COVID-19-ის პანდემიის დროს გერმანული მხარის მიერ გაწეული მხარდაჭერა, რომლის საერთო მოცულობამ 2020-2021 წლებში, დაახლოებით, 203,8 მილიონი ევრო შეადგინა. ფინანსური მხარდაჭერის გარდა, ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის წარმატებულ თანამშრომლობას საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის გაღრმავების მიმართულებით. ამ კონტექსტში, საუბარი შეეხო საქართველოს მხრიდან ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის წარდგენასა და ევროკომისიის მიერ, ქვეყნისთვის გადმოცემული კითხვარის შევსების პროცესს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად შექმნილ ვითარებასა და მსოფლიოში არსებულ გამოწვევებზე. საუბარი შეეხო საქართველოს მიერ, უკრაინისთვის გაწეულ მხარდაჭერასა და დაწესებული საერთაშორისო სანქციების აღსრულების საკითხებს. დასასრულს, მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ გერმანიასთან, როგორც საქართველოს განვითარების წამყვან პარტნიორთან, შემდგომი თანამშრომლობა კვლავ ნაყოფიერი იქნება და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით დაფინანსებული პროექტები და პროგრამები ქვეყნის მნიშვნელოვანი მიმართულებების განვითარებას მოხმარდება.
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)