|
2022-04-15 13:36:47, 1228 ნახვა
საზოგადოება
აჭარაში დამწყები გიდებისთვის ტრენინგები იწყება
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი დამწყები გიდებისთვის ტრენინგ-კურსს ამზადებს. "გიდის პროფესია, ქალაქი ბათუმი და მისი შემოგარენი“ - ასე ჰქვია ტრენინგების სერიას, რომელსაც გიდის პროფესიის დაუფლების მსურველები ორი თვის განმავლობაში დაესწრებიან. - ამის შესახებ ინფორამაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, ტურიზმის განვითარების მოკლე ისტორია, საქართველოში განვითარებული ტურიზმის სახეობები, ექსკურსიამცოდნეობა, "პროფესია გიდი, ტურის დაგეგმვა, გიდისთვის საჭირო დაწესებულება/ორგანიზაციები და ინტერნეტ რესურსები - იმ საკითხებს შორისაა, რომელსაც გიდები თეორიულ-პრაქტიკული კურსისას გაივლიან. ისინი ასევე გაეცნობიან გიდის ფსიქოლოგიას, ქალაქის განაშენიანებას და არქიტექტურას, ქალაქ ბათუმის ტურისტულ მარშრუტებსა და პირველადი დახმარების საშუალებებს. ტრენინგებზე დასწრების მსურველები აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა წინასწარი გასაუბრების საფუძველზე შეარჩია. ისინი ორ ჯგუფად გადანაწილდებიან და აპრილის ბოლოდან დაიწყებენ გიდის პროფესიის დაუფლებას. რეგიონში გიდის პროფესიის განვითარებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტრენინგებსა და სემინარებს ბოლო წლებია აქტიურად ატარებს. მათში მონაწილეობა მსურველებს უფასოდ შეუძლიათ." - ნათქვამია ინფორმაციაში.
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
TBC შეთავაზება ბიზნესებს - სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, უფასოდ
საია: სადამსჯელო რაზმების შექმნა აზრისა და გამოხატვის ჩახშობის ტენდენციის გაგრძელებაა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)