12:17 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-15 12:53:51, 1306 ნახვა

მსოფლიო
სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა ვლადიმერ პუტინი ადოლფ ჰიტლერს შეადარა

სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა, იაროსლავ ნადმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ადოლფ ჰიტლერის მსგავსად იქცევა.

მისი თქმით, უკრაინა ფაქტობრივად ევროპის მომავლისთვის იბრძვის.

„პუტინი ჰიტლერს უტოლდება. უკრაინა, ფაქტობრივად, ჩვენი მომავლისთვის იბრძვის“, - აღნიშნა იაროსლავ ნადმა.

ამასთანავე, მინისტრმა დასძინა, რომ ომამდე, სლოვაკეთისთვის წარმოუდგენელი იყო უკრაინისთვის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის ჩუქება.

ცნობისთვის, ახალი კანონმდებლობით სლოვაკეთში აკრძალულია უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებული სიმბოლოები, მათ შორის რუსეთის შეიარაღებული ძალების და რუსეთის სხვა ხელისუფლების სიმბოლოები. აღნიშნულ კანონს კენჭისყრაზე მხარი 354-მა დეპუტატმა დაუჭირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ქვრივიშვილი ჩინეთთან საქართველოს მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობებს ადიდებს
ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე სავაჭრო ჯიხურები დაიწვა
ირანმა კვლავ შეუტია ქუვეითსა და საუდის არაბეთს
უნგრეთმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პროგრესი დაბლოკა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics