|
2022-04-13 12:36:08, 1027 ნახვა
საზოგადოება
თბილისში დამატებით, 23 ელექტროდამტენი დამონტაჟდება
დედაქალაქში სხვადასხვა ლოკაციაზე დამონტაჟებულ 45 ელექტროდამტენს კიდევ 23 დამტენი დაემატება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, თბილისის მერიამ პროექტის განხორციელება ბიზნესთან თანამშრომლობის ისეთი მოდელით დაიწყო, რომ პროექტისთვის მუნიციპალიტეტის სახსრები არ დახარჯულა. მისივე თქმით, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, თბილისში არსებული დამტენების გამართულობის პრობლემა დღეისთვის უკვე სრულად მოგვარებულია. „საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმის ფარგლებში, ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დავალებული ჰქონდა ქალაქის მასშტაბით, ელექტროდამტენები განთავსებულიყო. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ წავახალისოთ ელექტრომობილების შემოყვანა საქართველოსა და, რა თქმა უნდა, თბილისში. ბოლო წლების განმავლობაში, ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე, ბიზნესთან თანამშრომლობით, 45 ელექტროდამტენი დავამონტაჟეთ ისე, რომ მუნიციპალიტეტიდან თანხები არ დახარჯულიყო. დღეს 45-ვე ლოკაციაზე განთავსებული ელექტროდამტენები მუშაობს გამართულად და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გადასახადი არის ნული. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ აღნიშნული მიმართულება წავახალისოთ. ჩვენ ასევე, ვმუშაობთ სხვა ლოკაციაზე დამტენების განთავსებაზე. 23 დამატებითი ლოკაცია გვაქვს, სადაც ელექტროდამტენებს განვათავსებთ და ქალაქის მასშტაბით, ელექტრომობილების დატენვის კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა იქნება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერმა ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძეს და ყველა იმ თანამშრომელს, ვინც აღნიშნული პროექტის განხორციელებაშია ჩართული, მადლობა გადაუხადა.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)