12:17 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-12 18:03:02, 2161 ნახვა

მსოფლიო
Independent - პუტინმა 100 ათასამდე უკრაინელი ლტოლვილი ციმბირსა და შორეულ აღმოსავლეთში გადაასახლა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა 100 ათასამდე უკრაინელი ლტოლვილი საკუთარი სახლიდან რუსეთის შორეულ ადგილებში გადაასახლა. - ამის შესახებ ინფორმაციას The Independent-ი, კრემლის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით ავრცელებს. 

მათივე ცნობით, ლტოლვილებს ციმბირსა და შორეულ აღმოსავლეთში ასახლებენ. 

"მოსკოვმა გასულ თვეში გამოსცა სასწრაფო ბრძანება, რომლის მიხედვითაც, რუსეთის, უკრაინის კონტროლირებადი ტერიტორიის და დონეცკის და ლუგანსკის ოკუპირებული ტერიტორიების 95 739 მცხოვრები თავიანთი სახლებიდან 5 500 მილის მანძილზე უნდა გადაესახლებინათ." - ნათქვამია კრემლის განკარგულებაში .

ცალკე დოკუმენტებზე დაყრდნობით, მოხსენებაში ნაქთქვამია, რომ საპორტო ქალაქ მარიუპოლში ხალხს სთხოვდნენ ხელი მოეწერათ დოკუმენტებზე, რომლებშიც ამტკიცებდა, რომ უკრაინულმა სამხედროებმა მათი ქალაქი დაბომბეს. გავრცელებული ინფორმაციით, ხელმომწერებს უთხრეს, რომ ისინი უკრაინაში ვერ დაბრუნდებიან, რადგან ისინი იდევნებიან.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, იძულებით გადაადგილებულ უკრაინელთა რაოდენობამ ქვეყანაში შეჭრის შემდეგ 7,1 მილიონს მიაღწია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ქვრივიშვილი ჩინეთთან საქართველოს მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობებს ადიდებს
ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე სავაჭრო ჯიხურები დაიწვა
ირანმა კვლავ შეუტია ქუვეითსა და საუდის არაბეთს
უნგრეთმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პროგრესი დაბლოკა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics