09:45 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-12 12:34:21, 1604 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინელი ჟურნალისტის პროგნოზით, რუსეთი მიზნად ისახავს 9 მაისისთვის უკრაინასთან ომში „შედეგს“ მიაღწიოს

უკრაინელი ჟურნალისტი სერგეი გარმაშის პროგნოზით, რუსეთის დიქტატორი, ვლადიმერ პუტინი მიზნად ისახავს 9 მაისისთვის უკრაინასთან ომში „შედეგს“ მიაღწიოს. 

მისივე თქმით, ამ შემთხვევაში რუსეთის სამხედროები ორიენტირებულნი იქნებიან არა შესაძლებლობაზე, არამედ თარიღზე. 

„ეს ჩვენთვის მომგებიანია, რადგან ისინი ნაკლებად მომზადებულები იქნებიან. ბრძოლაში გაუშვებენ გაუწვრთნელ ჯარისკაცებს. ჩვენი სამხედროებისგან გავიგე ინფორმაცია, რომ რუსეთიდან ხარკოვისა და დონეცკის ოლქებში რუსი 19 წლის ჯარისკაცები ჩამოიყვანეს. ისინი ტელევიზორში უყურებდნენ, როგორ „იგებს“ რუსული არმია, უყურებდნენ როგორ მიაქვთ ნაძარცვი ნადავლი უკრაინაში და ასევე სურთ თავადაც მიიღონ რაიმე“, - ამბობს გარმაში.

ცნობისთვის, რუსეთში 9 მაისს, საბჭოთა კავშირის ქვეყნებისა და რუსეთის მიერ ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების გამო, მოსკოვის წითელ მოედანზე გამარჯვების აღსანიშნავი სამხედრო აღლუმი იმართება.  უკრაინაში კი მთავარი ღონისძიებები 8 მაისს - ხსოვნისა და შერიგების დღეს იმართება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა თათარსტანსა და სარატოვის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, ყუბანში მდებარე საკომპრესორო სადგურს და ვორონეჟის ოლქში მდებარე სამხედრო აეროდრომს შეუტიეს.
აშშ-მ ტანკერებზე თავდასხმის შემდეგ ირანული ნავთობით ვაჭრობის ლიცენზია გააუქმა.
Axios: ტრამპმა ირანზე დარტყმების ბრძანება თურქეთში ყოფნისას გასცა
ირანმა დარტყმები განახორციელა რეგიონში მდებარე 85 ამერიკული ობიექტის წინააღმდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics