09:45 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-12 11:15:52, 1575 ნახვა

ომი უკრაინაში
დიდი ბრიტანეთის დაზვერვა - უკრაინის აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებები უახლოეს 2-3 კვირაში გაძლიერდება

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, მომდევნო ორი-სამი კვირის განმავლობაში უკრაინის აღმოსავლეთით საომარი მოქმედებები გაძლიერდება. 

უწყების ცნობით, რუსეთი გააგრძელებს ძალისხმევის ფოკუსირებას დონეცკსა და ლუგანსკზე, შემდგომი ბრძოლები კი ხერსონსა და ნიკოლაევში გაგრძელდება. 

გარდა ამისა, ბრიტანეთის დაზვერვისთვის ცნობილია, რომ რუსეთი გააგრძელებს დონბასის რეგიონში საბრძოლო პერსონალისა და ტექნიკის ინტენსიურად დაგროვებას.

„რუსული თავდასხმები ფოკუსირებული იქნება დონეცკისა და ლუგანსკის მახლობლად, შემდგომი ბრძოლებით ხერსონისა და ნიკოლაევის რეგიონებში, ასევე განახლდება წინსვლა კრამატორსკის მიმართულებით“, - აცხადებენ დაზვერვის სამსახურში.

​ამასთანავე კვლავ მნიშვნელოვანი რჩება ბელორუსის ტერიტორია. საიდანაც, დაზვერვის თანახმად, მოხდება ჯარების გადაიყვანა უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში.

მანამდე, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურმა აღნიშნა, რომ რუსები მათ ტერიტორიაზე პარტიზანული ომისთვის ემზადებიან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა თათარსტანსა და სარატოვის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, ყუბანში მდებარე საკომპრესორო სადგურს და ვორონეჟის ოლქში მდებარე სამხედრო აეროდრომს შეუტიეს.
აშშ-მ ტანკერებზე თავდასხმის შემდეგ ირანული ნავთობით ვაჭრობის ლიცენზია გააუქმა.
Axios: ტრამპმა ირანზე დარტყმების ბრძანება თურქეთში ყოფნისას გასცა
ირანმა დარტყმები განახორციელა რეგიონში მდებარე 85 ამერიკული ობიექტის წინააღმდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics