|
2022-04-05 17:39:47, 1273 ნახვა
საზოგადოება
ახალი Volvo XC90 გაზრდილი ელექტრო დიაპაზონით საქართველოშია
Volvo XC90 T8 გაუმჯობესებული შესაძლებლობებით უკვე საქართველოშია. შვედური პრემიუმ ბრენდის უახლესი, 2022 წლის მოდელი „ვოლვო ქარ საქართველოს“ შოურუმშია წარმოდგენილი. საავტომობილო გიგანტი Volvo, რომლისთვისაც, უსაფრთხოებასთან ერთად, გარემოზე ზრუნვა პრიორიტეტულია, ახალი Plug in Hybrid-ის მონაცემებს ზრდის. სრული დამუხტვის შემთხვევაში Volvo XC90, 55-ის ნაცვლად, 95 კილომეტრამდე მანძილს ფარავს. მექანიზმი მარტივია:
გაგა კოხრეიძე, „ვოლვო ქარ კავკასიის“ დირექტორი: „Volvo XC90 T8 2022 წლის უახლესი მოდელია, რომელიც მსოფლიო ბაზარზე ცოტა ხნის წინ გამოჩნდა. „ვოლვო ქარ საქართველო“, ცხადია, ვერ დააგვიანებდა. ვცდილობთ, არჩეულ გზას არ გადავუხვიოთ და მომხმარებელს დროულად შევთავაზოთ მის უსაფრთხოებასა და კომფორტზე მორგებული უახლესი ავტომობილები და სერვისები. XC90 T8 ვოლვოს ერთ-ერთი ყველაზე ეკომეგობრული მოდელია, სრულად მიჰყვება ვოლვოს კონცეფციას და თავისი შთამბეჭდავი მახასიათებლების წყალობით, უფრო მეტად ზრუნავს გარემოზე. სკანდინავიური მინიმალიზმით შექმნილი მოდელის გაძლიერებულ ძრავას 462 ცხენის ძალა აქვს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ მონაცემებით 2-ტონიან ავტომობილს 5 წამში აჩქარება შეუძლია“. ვოლვოს შვიდადგილიანი, საოჯახო მოდელი უსაფრთხოების თანამედროვე სისტემებით არის აღჭურვილი. აქვს 360-გრადუსიანი პარკინგკამერა, სალონში უმაღლესი ხარისხის ჰაერის საწმენდი ტექნოლოგიაა დამონტაჟებული.
Volvo-ს სამომავლო სტრატეგიის მიხედვით, 2025 წლისთვის გაყიდული ავტომობილების ნახევარი - დამუხტვადი ჰიბრიდი, ხოლო მეორე ნახევარი სრულად ელექტრო უნდა იყოს. 2030-დან კი შვედური ბრენდი მხოლოდ ელექტრომოდელების წარმოებას აპირებს.
Volvo XC90 Plug-in Hybrid ამძრავი თვლები: ოთხივე წამყვანი სავარძლების რაოდენობა: 7 ძრავა: 2.0 ტურბოდამტენი სიმძლავრე: 462 ცხენის ძალა აჩქარება 0-100კმ 5.3 წამში მაბრუნი მომენტი: 709 ნმ მაქსიმალური სისწრაფე: 180 კმ/სთ ერთი დამუხტვის რესურსი: 95კმ-მდე საწვავის მოხმარება: 1.3ლ/100კმ-ზე CO2 ემისია - 29გ/კმ-ზე
„თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია ,,ვოლვო ქარ საქართველო“ 2019 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. ამიერკავკასიისა და შუა აზიის მასშტაბით კომპანია პრემიუმ კლასის ავტომობილების ექსკლუზიური დილერია. კომპანია მომხმარებელს SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს, მათ შორის არის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე შიგაწვის ძრავიანი უახლესი მოდელები. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ციფრული მაღაზიით ისარგებლოს, კომპანიის ვებგვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით, დისტანციურად შეაფასოს და კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც „ვოლვო ქარ საქართველო“ უზრუნველყოფს.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|




ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)