|
2022-04-03 13:36:11, 806 ნახვა
საზოგადოება
მეორე დღეა, მდინარე ლეხინდარში გადავარდნილ 17 წლის მოზარდს ეძებენ
მეორე დღეა, რაც წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლეხიდრისთავის მდინარეში გაუჩინარებულ 17 წლის მოზარდს ეძებენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ოპერაციაში ჩართულია 45 მეხანძრე-მაშველი, ასევე, ტერიტორიის მონიტორინგი ხდება საფრენი აპარატის, დრონის მეშვეობითაც და მიმდინარეობს 24 საათიანი მონიტორინგი. "შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის მართვის ცენტრ "112"-ში მიმდინარე წლის 2 აპრილს შემოვიდა შეტყობინება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლეხიდრისთავში გაუჩინარებული მოქალაქის შესახებ. ინიციატორის განცხადებით, მოქალაქე მდინარე ლეხიდრეს სიახლოვეს იმყოფებოდა, რა დროსაც წყალში ჩავარდა და გაუჩინარდა. შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში სოფელ ლეხიდრისთავში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები სპეციალური აღჭურვილობით გამოცხადდნენ და დაიწყეს გაუჩინარებული მოქალაქის საძიებო-სამაშველო ღონისძიებები. ოპერაციაში ჩაერთო 45 მეხანძრე-მაშველი, რომელთა მიერ, ამ დროისთვის, მიმდინარეობს მდინარის სანაპირო ზოლის და ზედაპირის დათვალიერება. ასევე, ტერიტორიის მონიტორინგი ხდება საფრენი აპარატის, დრონის მეშვეობითაც. გარდა ამისა, ძებნა-შველის ღონისძიებაში ჩართულია სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მყვინთავთა ჯგუფი და სპეციალური მცურავი საშუალებები. ტერიტორიაზე მოწყობილია საველე შტაბები, მდინარე რიონსა და ლეხიდრეს შესართავთან მობილიზებულია დამატებითი ჯგუფები და მიმდინარეობს 24 საათიანი მონიტორინგი,"- აცხადებენ უწყებაში. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი ხიდზე მშობლებთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც ფეხი დაუცურდა და მდინარეში გადავარდა.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)