|
2022-04-02 12:06:49, 802 ნახვა
საზოგადოება
ქუთაისის ზონალურ-დიაგნოსტიკურ ლაბორატორიაში საერთაშორისოდ აღიარებული კვლევის მეთოდები დაინერგა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორი ირაკლი გულედანი ქუთაისის ზონალურ-დიაგნოსტიკურ ლაბორატორიაში იმყოფებოდნენ. ლაბორატორიაში გამართულ შეხვედრაზე მიმდინარე აქტუალური საკითხები განიხილეს და დიაგნოსტიკის მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებზე იმსჯელეს. მინისტრის მოადგილე ქუთაისის ზონალურ-დიაგნოსტიკურ ლაბორატორიაში არსებულ და ახლად დანერგილ კვლევის მეთოდებს გაეცნო. სოლომონ პავლიაშვილმა მადლობა გადაუხადა ლაბორატორიის სპეციალისტებს კორონა ვირუსის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის პირობებში შეუფერხებელი მუშაობისთვის და პანდემიის მართვაში სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ქსელის ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორმა, ირაკლი გულედანმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ლაბორატორიის ქსელში გეგმიურად მიმდინარეობს ახალი კვლევის მეთოდების დანერგვა, კვლევის მეთოდების ნუსხის გაფართოება კი, რეგიონის მოთხოვნიდან გამომდინარე ხდება; ადგილობრივ მეწარმეებს შესაძლებლობა აქვთ ადგილზე მიიღონ საერთაშორისოდ აღიარებული კვლევებით მომსახურება. ქუთაისის ლაბორატორიაში გამართულ შეხვედრას ქუთაისის ლაბორატორიის უფროსი გოჩა დუდუჩავა და ლაბორატორიის სპეციალისტები ესწრებოდნენ.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)