04:15 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-01 15:55:58, 1043 ნახვა

მსოფლიო
სერგეი ლავროვი - მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს, მოსკოვი ამზადებს პასუხს კიევის წინადადებებზე და გარკვეულ წინსვლას აფიქსირებს

რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს. მოსკოვი ამზადებს პასუხს კიევის წინადადებებზე და გარკვეულ წინსვლას აფიქსირებს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ინდოელ კოლეგა სუბრაჰმანიამ ჯაშინკართან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ლავროვის თქმით, მოლაპარაკებების პროცესში წინსვლა, უპირველეს ყოვლისა, ეხება უკრაინის, როგორც ბლოკის წევრი ქვეყნის აღიარების შეუძლებლობას.

„მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს. თქვენ მოისმინეთ, უკრაინის მომლაპარაკებლების კომენტარები სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების ბოლო რაუნდზე, სადაც უკრაინულმა მხარემ ქაღალდზე პირველად წარადგინა საკუთარი ხედვა შეთანხმებებზე, რომელთა მიღწევაც აუცილებელია. ჩვენ ვამზადებთ რეაქციას, არის წინსვლა, რომელიც უპირველეს ყოვლისა, ეხება უკრაინის, როგორც ბლოკის წევრი ქვეყნის აღიარების შეუძლებლობას“, - განაცხადა ლავროვმა.

სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ რუსეთი უკრაინულ მხარესთან შემდგომ კონტაქტებზე მუშაობს. „რაც შეეხება შემდგომ პოტენციურ კონტაქტებს, ისინი ამჟამად მუშავდება და გამოცხადდება“, - დასძინა რუსმა დიპლომატმა.

მისივე თქმით, არც ერთი ქვეყანა არ გააძლიერებს თავის უსაფრთხოებას სხვების უსაფრთხოების ხარჯზე.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ უსაფრთხოების გარანტიებს უკრაინისთვის, ყველა ევროპული ქვეყნისთვის, რუსეთისთვის იმ დოკუმენტების შესაბამისად, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში ეუთო-ს ფარგლებში იყო მიღებული და რომელიც აცხადებდა პრინციპს, რომ არც ერთი ქვეყანა არ გააძლიერებს თავის უსაფრთხოებას სხვების უსაფრთხოების ხარჯზე“, - განაცხადა ლავროვმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმების სერია დაიწყო
ნათელაშვილი ტრამპის მადლობაზე - ხელოვნური ინტელექტის მიერ კომპიუტერის მეშვეობით გამოგზავნილი პასუხია მილოცვებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics