02:11 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-30 13:38:53, 707 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი - უკრაინაში საომარი მოქმედებების აქტიური ფაზა კიდევ ერთი კვირა გაგრძელდება

პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი პროგნოზირებს, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებების აქტიური ფაზა შესაძლოა კიდევ ერთი კვირა გაგრძელდება. - ამის შესახებ მან UA-ს ეთერში განაცხადა.

არესტოვიჩმა განაცხადა, რომ რუსი სამხედროები დატოვებს კონტიგენტის ნაწილს კიევთან, რომლევიც შეეცდებიან  ჩვენი ჯარის შეკავებას, არ დაუშვას მათი გადაყვანა რთულ მიმართულებებზე. 

მისივე თქმით, ჩერნიგოვიდან ჯარების გაყვანა ჯერჯერობით არ მიმდინარეობს.

"ჯარები, რომლებიც ადრე დედაქალაქის მახლობლად იყვნენ განლაგებულები,  დონბასში უკრაინული ძალების ალყაში მოქცევის მიზნით განლაგდებიან, რაც შეეხება ქვეყნის სამხრეთს, კერძოდ ხერსონს, იქ უკრაინის შეიარაღებული ძალები ზუსტ ტაქტიკურ მოქმედებებს აწარმოებენ და რუსის სამხედროები თავდაცვაზე იმყოფებიან." - აცხადებს  არესტოვიჩი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმების სერია დაიწყო
ნათელაშვილი ტრამპის მადლობაზე - ხელოვნური ინტელექტის მიერ კომპიუტერის მეშვეობით გამოგზავნილი პასუხია მილოცვებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics