23:36 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-28 18:17:07, 803 ნახვა

მსოფლიო
კიევის ოლქის ქალაქი ირპენი რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლდა

კიევის ოლქის ქალაქი ირპენი რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლდა. მის შესახებ ირპენის მერმა ალექსანდრე მარკუშინმა ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„ჩვენი ირპენი გათავისუფლდა მოსკოვის ნაძირლებისგან! დიდება უკრაინას! დიდება მის დამცველებს! მარადიული ხსოვნა დაღუპულ გმირებს!“ - თქვა ქალაქის მერმა.

მანვე დასძინა, რომ ახლა ქალაქის წმენდა მიმდინარეობს. თუმცა აღნიშნა, რომ ირპენში დაბრუნება კვლავ სახიფათოა.

„ჩვენ ვიკიდებთ ფეხს ჩვენს ახალ საზღვრებზე და გავაგრძელებთ წასვლას და გავათავისუფლებთ ბუჩას, გოსტომელს, ვორცელს. გვესმის, რომ მეტი თავდასხმა იქნება ჩვენს ქალაქზე და ჩვენ გაბედულად დავიცავთ მას. ირპენი უკრაინაა“, - განაცხადა ალექსანდრე მარკუშინმა.

ცნობისთვის, ერთ-ერთი ქართველი ჯარისკაცი, რომელიც უკრაინაში დაიღუპა, სწორედ ირპენის გასათავისუფლებლად იბრძოდა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში თავდაცვის მინისტრ ფედოროვის გადადგომის გამო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
ზელენსკიმ ახსნა, თუ რატომ გადაწყვიტა ფედოროვის შეცვლა: პრობლემები არსებობს და ერთიანობა არ არსებობს
მიხეილ სააკაშვილი: რიყის თეატრი თქვენი მემკვიდრეობაა, რომელსაც ახლა ხალხს ართმევენ
გეგელია: კრემლი ღიად აქებს „ოცნების“ მთავრობას მეასედ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics