13:23 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-28 15:42:58, 527 ნახვა

ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი - მთავრობა ინტენსიურად მუშაობს უკრაინასა და რუსეთში ბაზირებულ საერთაშორისო კომპანიებთან, რომ მათ თავიანთი ოპერაციები საქართველოში გადმოიტანონ

მთავრობა აქტიურად მუშაობს უკრაინასა და რუსეთში ბაზირებულ სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიასთან,  რომ მათ საკუთარი ოპერაციები საქართველოში გადმოიტანონ, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, ინტენსიური მუშაობა მიდის ბრიტანულ, გერმანულ და სხვა კომპანიებთან, რომ ისინი საქართველოში გადმოვიდნენ და ქვეყანამ ამით მიიღოს ამა თუ იმ სექტორის განვითარების შესაძლებლობა, ასევე გაჩნდეს დასაქმების ახალი შესაძლებლობები, მოხდეს კომპეტენციების ტრანსფერი, კვალიფიკაციის ამაღლება და ა.შ. საბოლოოდ ეს ეკონომიკაში უნდა იყოს თავისი წვლილის შემტანი.

„ჩვენ ძალიან ორგანიზებულად ვმუშაობთ უცხოელ ბიზნეს თუ სახელმწიფო ორგანიზაციებთან ერთად, ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან. ფინანსთა სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროს და სხვა შესაბამისი უწყებების თანამშრომლები გაერთიანებულები ვართ, ორგანიზებულად ვაკეთებთ ამას და ალბათ, უკეთესად გავაკეთებთ, ვიდრე სხვა ქვეყნები, რომ  საერთაშორისო კომპანიებმა საქართველო როგორც ჰაბი, ისე განიხილონ თავიანთი ოპერაციებისთვის. ეს უფრო წარმატებით მიმდინარეობს მომსახურების სფეროში, ცოტა უფრო გრძელვადიანია საწარმოების კუთხით, თუმცა აქაც მიმდინარეობს მუშაობა; ასევე, სხვადასხვა ლოჯისტიკური და სატრანსპორტო მიმართულებით სახელმწიფო აქტიურად არის ჩართული იმისთვის, რომ ამ სიტუაციაში ქვეყანამ მაქსიმალურად მოახდინოს რესურსების ოპტიმიზაცია", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კალაძე: კომპანია მარიჯანის N4-ში რომელიც ამჟამად აწარმოებს სამუშაოებს, თავად დაზარალებულებმა შეარჩიეს
თბილისში უკრაინაში დაღუპული მოხალისეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართება
შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სასაზღვრო კომუნიკაციებისთვის ათობით როუტერი გადასცა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 29 პირი დააკავა, ხოლო 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი ”კანონიერი ქურდია”
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics