04:47 - 28 Jul, 2026
|
2022-03-28 14:15:37, 754 ნახვა
საზოგადოება
29 მარტიდან საქართველოში გამოიდარებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორამციით, 28 მარტს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნალექიანი და ქარიანი ამინდი შენარჩუნდება. მათივე ცნობით, 29 მარტიდან ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს, ნალექი შეწყდება, ქარი ჩადგება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში 29-30 მარტს დაბლობსა და ბარში +12, +17, ხოლო 31 მარტიდან +19, +24 გრადუსამდე მოიმატებს. თბილი და უნალექო ამინდი 3 აპრილამდე შენარჩუნდება. ქ. თბილისში 28 მარტს დღე უნალექოდ ჩაივლის, იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 29 მარტს ქარი ჩადგება და 3 აპრილამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 30 მარტიდან +20, +22 გრადუსამდე მომატებს.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)