22:20 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-26 12:35:41, 967 ნახვა

მსოფლიო
აშშ კომპანიებისთვის, რომლებიც რუსეთის სამხედრო და სადაზვერვო სამსახურს პროდუქციით ამარაგებენ, სანქციებს ამზადებს

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ამზადებს ახალ სანქციებს რუსული კომპანიების მიმართ, რომლებიც რუსეთის სამხედრო და სადაზვერვო სამსახურებს საქცონელს და მომსახურებას აწვდიან, მათ შორის ორმაგი გამოყენების კომპონენტებს, რომლებიც იარაღის გასავრცელებლად გამოიყენება, - ამის შესახებ The Wall Street Journal-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.

სააგენტოს აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა განუცხადეს,  რომ ფინანსთა სამინისტროს სანქციები, რომლებიც შესაძლოა უკვე მომავალ კვირას გამოცხადდეს, საპასუხო ეკონომიკური ზომების გაგრძელებაა აშშ-სგან და მოკავშირეების მხრიდან რუსეთისთვის, რომელიც უკრაინაში შეიჭრა.

ამასთანავე, გამოცემა წერს, რომ სანქციები არის უახლესი ქმედება პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ ხელმოწერილი აღმასრულებელი ბრძანებით, რომელიც მიზნად ისახავს მოსკოვის სახელით საზიანო უცხოურ საქმიანობასთან დაკავშირებულ სუბიექტებთან ან ადამიანებთან ტრანზაქციების დაბლოკვასა და აკრძალვას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მიხეილ სააკაშვილი: რიყის თეატრი თქვენი მემკვიდრეობაა, რომელსაც ახლა ხალხს ართმევენ
გეგელია: კრემლი ღიად აქებს „ოცნების“ მთავრობას მეასედ
ირაკლი კობახიძე – საქართველო და თურქმენეთი სტაბილური და სანდო სავაჭრო პარტნიორები არიან
ახალქალაქში, საკუთარ სახლში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics