|
2022-03-25 12:04:28, 977 ნახვა
მსოფლიო
დიმიტრი მედვედევის განცხადებით, უკრაინის წინააღმდეგ ე.წ სპეცოპერაცია დასახული მიზნის მიღწევამდე არ შეწყდება
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევის განცხადებით, რუსეთი უკრაინაში ე.წ. სპეცოპერაციის დასახული მიზნის მიღწევამდე არ შეწყვეტს. მისივე თქმით, სპეცოპერაცია იმიტომ მოხდა, რომ მიზნები, რასაც რუსეთის სახელმწიფო ისახავდა, დიპლომატიური გზით ვერ იქნა მიღწეული. "სპეცოპერაცია, პირველ რიგში, იმიტომ მოხდა, რომ მიზნები, რაც რუსეთის სახელმწიფომ დაისახა, დიპლომატიური გზით ვერ მოგვარდა. ამის შესახებ პრეზიდენტმა ისაუბრა, როცა სპეცოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა. ოპერაციის მიმდინარეობას და მისი განხორციელების გეგმებს კონსტიტუციის თანახმად მთავრსარდალი განსაზღვრავს, რომელიც პრეზიდენტია. მან თავისი შეფასებები წარმოადგინა, ოპერაცია გეგმის მიხედვით ვითარდება. ", - განაცხადა მედვედევმა RIA Novosti-სთან საუბრისას. ამასთან მედვედევმა აღნიშნა, რომ მეზობელი უკრაინა უნდა გახდეს ნეიტრალური სახელმწიფო, რომელიც ანტირუსულ პოლიტიკას არ განახორციელებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)