|
2022-03-25 10:32:44, 1197 ნახვა
მსოფლიო
UNICEF - ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 4,3 მილიონი ბავშვი იძულებით გადაადგილებულად იქცა
უკრაინაში რუსეთის აგრესიის გამო, ერთი თვის განმავლობაში 4,3 მილიონი ბავშვი იძულებით გადაადგილებულად იქცა. ამის შესახებ ინფორმაციას UNICEF-ი ავრცელებს. გაერო-ს ბავშვთა ფონდის ინფორმაციით, უკრაინაში 7,5 მილიონი ბავშვიდან, რუსეთის აგრესიის გამო 4,3 მილიონი იძულებით გადაადგილებულად იქცა, რომელთაგან 1,8 მილიონმა ქვეყანა დატოვა. "ომმა გამოიწვია ბავშვების ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი გადაადგილება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. OHCHR-ის მონაცემებით, ომის დაწყებიდან უკრაინაში 78 ბავშვი დაიღუპა, 105 კი დაშავდა. ეს მონაცემები ეყრდნობა გაეროს, თუმცა შეძლო და რეალური რიცხვი, სავარაუდოდ, გაცილებით მაღალია. ამასთან განცხადებში, აღნიშნულია რომ ომს დამანგრეველი შედეგები მოჰყვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და ძირითადი სერვისების ხელმისაწვდომობაზე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)