|
2022-03-24 12:52:13, 707 ნახვა
მსოფლიო
დმიტრო კულება ევროკავშირის ქვეყნებს - რუსული ნავთობისა და გაზის რუბლში ყიდვით ოკუპანტებს უკრაინელების ხოცვაში დაეხმარებით
ევროკავშირის ქვეყნების მხრიდან რუსული ნავთობისა და გაზის ყდვა იგივეა ერთი ხელით უკრაინას დაეხმაროს, მეორეთი კი რუსებს უკრაინელების ხოცვაში. - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება Twitter-ზე წერს. ამასთან, კულება შესაბამის ქვეყნებს სწორი არჩევნის გაკეთებისკენ მოუწოდებს. "თუ ევროკავშირის რომელიმე ქვეყანა დაემორჩილება პუტინის დამამცირებელ მოთხოვნებს თავს დაუხრის, რომ გადაიხადოს ნავთობისა და გაზის საფასური რუბლებში, ეს იგივე იქნება, რომ ერთი ხელით უკრაინას დაეხმაროს, მეორეთი კი რუსებს უკრაინელების ხოცვაში. მოვუწოდებ ქვეყნებს, გააკეთეთ ბრძნული და პასუხისმგებლიანი არჩევანი." - წერს დმტრო კულება. შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ინიციატივით, რუსეთი "არამეგობრულ ქვეყნებს" გაზს მხოლოდ რუბლში მიყიდის. თუმცა, მომავალი ერთი კვირის განმავლობაში, გაზის სხვადასხვა ვალუტაში შესყიდვას ქვეყნები კვლავ შეძლებენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)