20:05 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-23 22:09:59, 935 ნახვა

მსოფლიო
გაეროს გენერალური მდივანი - რუსეთის უკრაინაში შეჭრამ შესაძლოა, ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში, სასურსათო კრიზისი გამოიწვიოს

რუსეთის შეჭრამ უკრაინაში შეიძლება ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში სასურსათო კრიზისი გამოიწვიოს, რადგან ქვეყნები, რომლებიც დამოკიდებულნი არიან უკრაინულ და რუსულ ხორბლის იმპორტზე, დეფიციტს წააწყდებიან. ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერესმა განაცხადა.

„სასურსათო, საწვავის და სასუქების ფასები მკვეთრად იზრდება, მიწოდების ჯაჭვები ირღვევა. ეს ყველაფერი ყველაზე მეტად, ღარიბებს ურტყამს და პოლიტიკურ არასტაბილურობასა და არეულობაში, მთელ მსოფლიოში თესლს თესავს“, - თქვა გუტერეშმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე.

გუტერესის თქმით, ხორბლის ნახევარი მაიც, ეგვიპტეს, ლიბანს, ლიბიას, სომალს, სუდანსა და იემენს უკრაინიდან ან რუსეთიდან შემოაქვს.

უკრაინაზე რუსეთის თავდასხმამ უკვე გამოიწვია ხორბლის ფასების ზრდა, რამაც გამოიწვია საკვები პროდუქტების ფასების ინფლაცია.

რუსეთი და უკრაინა ერთად ხორბლის გლობალური წარმოების 14%-ს და მთელი ხორბლის ექსპორტის 29%-ს შეადგენენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირაკლი კობახიძე – საქართველო და თურქმენეთი სტაბილური და სანდო სავაჭრო პარტნიორები არიან
ახალქალაქში, საკუთარ სახლში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics