19:03 - 16 Jul, 2026
|
2022-03-22 22:09:23, 664 ნახვა
მსოფლიო
ოლაფ შოლცი - სიტუაცია უფრო და უფრო იძაბება, რუსეთიდან ენერგომომარაგების შეწყვეტა ევროპის ქვეყნებისთვის „მართვადი“ უნდა იყოს
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ დასავლეთის სანქციები რუსეთზე „ყოველდღიურად უფრო და უფრო დრამატული გახდება“. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთიდან ენერგომომარაგების შეწყვეტა ევროპის ქვეყნებისთვის „მართვადი“ უნდა იყოს. უკრაინის ომი „შეიძლება იყოს უფრო გრძელვადიანი დავა, ამიტომ ჩვენ მას ერთად უნდა გავუმკლავდეთ“, - თქვა ოლაფშოლცმა ევროპარლამენტის პრეზიდენტ, რობერტა მეცოლასთან ერთად პრესკონფერენციაზე გამოსვლისას. შოლცის განცხადებით, გერმანიის პოზიცია ევროკავშირის მასშტაბით, რუსული ენერგიის იმპორტის აკრძალვის შესახებ არ შეცვლილა. „ეს ასევე ეხება ბევრ სხვა [ევროპულ] ქვეყანას, რომლებიც უფრო მეტად არიან დამოკიდებულნი [რუსულ] ქვანახშირზე, ნავთობსა და გაზზე, უფრო მეტად ვიდრე გერმანია“, - დასძინა მან.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)