|
2022-03-21 14:00:18, 693 ნახვა
საზოგადოება
მერია - „თბილსერვის ჯგუფი“ საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობს
უხვი ნალექისა და დაბალი ტემპერატურის გამო შექმნილი პრობლემების გათვალისწინებით, შპს „თბილსერვის ჯგუფი“ მუშაობას საგანგებო რეჟიმში განაგრძობს. - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, თბილისის მასშტაბით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობს სპეციალური ტექნიკა, იწმინდება გზები და იყრება ტექნიკური მარილი. "დედაქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტი გადაადგილდება ყველა მიმართულებით, თუმცა, ინტენსიური თოვის გამო, გარკვეულ მონაკვეთებზე შეფერხებებია და ავტობუსები ვერ ახერხებს ბოლო გაჩერებამდე მისვლას. ამ დროისთვის, ბოლო გაჩერებამდე ვერ მიდის ავტობუსები შემდეგ მარშრუტებზე: N107, N301, N316, N318, N324, N326, N329, N332, N347, N364, N368, N374, N380, N382, N390, N398. თბილისის მერია თხოვნით მიმართავს მოსახლეობას, ცენტრალურ ქუჩებში იმოძრაონ მხოლოდ ზამთრის საბურავებით აღჭურვილი ავტომანქანებით, ხოლო შემოერთებულ ტერიტორიებსა და პრობლემურ მონაკვეთებზე, მაღალი გამავლობის ავტომანქანების გარდა, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან. " - ნათქვამია ინფორმაციაში. პრობლემის არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე - 2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე - 2 72 22 22.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)