|
2022-03-20 18:32:38, 744 ნახვა
მსოფლიო
ზელენსკი - მზად ვარ პუტინთან მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ წარუმატებლობის შემთხვევაში, ეს შეიძლება მესამე მსოფლიო ომს ნიშნავდეს
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზად არის მოლაპარაკებებისთვის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, მაგრამ თუ მცდელობა წარუმატებლად დასრულდა, ეს ეს შესაძლოა მესამე მსოფლიო ომს ნიშნავდეს. "მე მზად ვარ მასთან მოლაპარაკებებისთვის. მე მზად ვიყავი ბოლო ორი წლის განმავლობაში და ვფიქრობ, რომ მოლაპარაკებების გარეშე ჩვენ ვერ დავასრულებთ ამ ომს. თუ ჩვენთვის არის მხოლოდ 1% შანსი, შევაჩეროთ ეს ომი, ვფიქრობ, უნდა გამოვიყენოთ ეს შანსი. ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ." - განუცხადა ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში. მან განაგრძო: „რუსული ძალები მოვიდნენ ჩვენს გასანადგურებლად, დასამხობად. ჩვენ შეგვიძლია დავამტკიცოთ, რომ ჩვენი ხალხისა და ჩვენი არმიის ღირსება, რომ ჩვენ შეგვიძლია ძლიერი დარტყმა მივცეთ, ჩვენ შეგვიძლია ვუპასუხოთ მათ. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენი ღირსება არ ადამინებს სიცოცხლეს ვერ შეუნარჩუნებს.. ასე რომ, ვფიქრობ, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ნებისმიერი ფორმატი, ნებისმიერი შანსი, რათა გვქონდეს მოლაპარაკების, პუტინთან საუბრის შესაძლებლობა. მაგრამ თუ ეს მცდელობები წარუმატებელი იქნება, ეს ნიშნავს, რომ ეს არის მესამე მსოფლიო ომი."
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
მარია ზახაროვა - საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)