|
2022-03-20 16:55:05, 1064 ნახვა
საზოგადოება
მეუფე ნიკოლოზი - საქართველოს ეკლესია ყოველთვის ამბობდა, დღესაც ამბობს და თქვენ თვალწინ გავიმეორებ - რუსეთი არის ოკუპანტი
საქართველოს ეკლესია ყოველთვის ამბობდა, დღესაც ამბობს და თქვენ თვალწინ გავიმეორებ - რუსეთი არის ოკუპანტი, - ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მეუფეს თქმით, ის, რაც რუსეთმა საქართველოს მიმართ განახორციელა არის ოკუპაცია და ამის თქმა არ მოერიდება. "ჩემი, როგორც მაღალი იერარქიის სასულიერო პირის, პოზიცია ეს არის თანაგრძნობა, სიყვარული და თანადგომა იმათ მიმართ, ვინც არის მსხვერპლი ამ ომის. საქართველოს ეკლესია ყოველთვის ამბობდა, დღესაც ამბობს და თქვენ თვალწინ გავიმეორებ - რუსეთი არის ოკუპანტი. ეს არის ოკუპაცია, რომელიც რუსეთმა განახორციელა საქართველოს მიმართ არ მერიდება ამ სიტყვის ხმარება, არ სიამოვნებთ რა თქმა უნდა", - ამბობს მეუფე ნიკოლოზი. ცნობისთვის, 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი ოპერაციის დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ.
პუტინმა ბრძანა ომის გასაგრძელებლად ბიუჯეტი მოამზადონ
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)