|
2022-03-20 11:51:46, 1090 ნახვა
საზოგადოება
საქონლის ხორცისა და რძის წარმოების სექტორში დასაქმებულ მეწარმეებს საგრანტო თანადაფინანსებით, 440 000 დოლარამდე ღირებულების ინვენტარი გადაეცემა
საქონლის ხორცისა და რძის წარმოების სექტორში დასაქმებულ 11 მეწარმეს, საგრანტო თანადაფინანსებით, 440 ათას დოლარამდე ღირებულების ინვენტარი გადაეცემა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პროექტის „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში (SQIL)“ ფარგლებში, საგრანტო თანადაფინანსების გამარჯვებული მეწარმეების დაჯილდოების ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი დაესწრო. აღნიშნული საგრანტო კონკურსის ფარგლებში, თანადაფინანსება საქონლის ხორცისა და რძის წარმოების სექტორში დასაქმებულმა 11-მა ფერმერმა მოიპოვა, ჯამში, SQIL პროექტის საგრანტო მიმართულებას 930 ათასი დოლარის ღირებულების 36 გრანტი აქვს გაცემული. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა, აღნიშნა, SQIL პროექტი, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ საგრანტო მიმართულებას, არამედ საგანმანათლებლო ასპექტებს, მათ შორის, ტრენინგებს, სახელმძღვანელოების მომზადებასა და ფერმერთა გადამზადებას, ხელს უწყობს ქვეყანაში საერთაშორისო სტანდარტის მესაქონლეობის დარგის განვითარებას. ,,5-წლიან პროექტს „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში - საქართველო“ Land O’Lakes Venture37 - საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობით ახორციელებს. პროექტის მიზანია, საქართველოში არსებული მსხვილფეხა პირუტყვის რძისა და ხორცის ინდუსტრიებში სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სტანდარტების გაუმჯობესება.
პუტინმა ბრძანა ომის გასაგრძელებლად ბიუჯეტი მოამზადონ
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)