|
2022-03-20 11:21:49, 1048 ნახვა
საზოგადოება
ეკონომიკის სამინისტრო - „ტვ პირველმა" მესტიის მუნიციპალიტეტში ქვიშრობული ოქროს შესწავლა - მოპოვების ლიცენზიის გაცემის შესახებ მცდარი ინფორმაცია გაავრცელა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მესტიის მუნიციპალიტეტში ქვიშრობული ოქროს შესწავლა - მოპოვების ლიცენზიის გაცემის შესახებ განცხადებას ავრცელებს. მათი ცნობით, ამ საკითხზე მედიაში მცდარი და გადაუმოწმებელი ინფორმაცია გავრცელდა. „ტელეკომპანია „ტვ პირველმა" ერთ-ერთ გადაცემაში გაავრცელა მცდარი და გადაუმოწმებელი ინფორმაცია მესტიის მუნიციპალიტეტში ქვიშრობული ოქროს შესწავლა - მოპოვების ლიცენზიის გაცემის შესახებ. ვაცხადებთ, რომ მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფლების - ღვებალდის და გვალდერის მიმდებარე ტერიტორიაზე, სასარგებლო წიაღისეულის (ქვიშრობული ოქრო) შესწავლა-მოპოვების მიზნით ლიცენზიის გაცემაზე, 2022 წლის 15 თებერვალს გამართული ელექტრონული აუქციონის შედეგად, ლიცენზია არ გაცემულა. შესაბამისად, აღნიშნული მედიის მხრიდან ადგილი ჰქონდა მიზანმიმართული დეზინფორმაციის გავრცელებას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას“,-აღნიშნულია განცხადებაში.
პუტინმა ბრძანა ომის გასაგრძელებლად ბიუჯეტი მოამზადონ
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)