|
2022-03-18 16:57:16, 1093 ნახვა
საზოგადოება
ელენე ხოშტარია - 19 მარტს, პარლამენტის წინ, უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს პატივს მივაგებთ
მოძრაობა „დროა“-ს ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, უკრაინაში დაღუპული ქართველი მეომრების, გია ბერიაშვილისა და დავით რატიანის ხსოვნის პატივსაცემად, 19 მარტს, პარლამენტის წინ, მათ ფოტოებს მიიტანენ. მისივე თქმით, აღნიშნული ინიციატივა ბათუმიში, 15:00 სთ-ზე, ერას მოედანზე და ზუგდიდში, 15:00 სთ-ზე, ზვიად გამსახურდიას ბიუსტთან, ცენტრალური ბულვარის ტერიოტრიაზე გაიმართება. „დღეს დავკარგეთ ორი ქართველი მებრძოლი, გია ბერიაშვილი და დავით რატიანი. ამ ადამიანებმა, სიცოცხლე გაწირეს ჩვენთვის, ჩვენი თავისუფლებისთვის და ჩვენი მშვიდობისთვის. მათ საკუთარ თავზე აიღეს, თავისუფლების ტვირთი და თავი გაწირეს. ყველაზე მინიმუმი, რაც ახლა შეგვიძლია გავაკეთოთ, არის მათი ხსოვნის პატივისცემა და მათ ოჯახებზე ზრუნვა. მე არ ვიცი და არ მაინტერესებს ხელისუფლება რას იზამს, ჩვენ, ხალხმა ავიღოთ ინიციატივა. ხვალ, თბილისში 15:00 სთ-დან, პარლამენტის წინ, მივიტანთ მათ ფოტოებს და ყველას გექნებათ შესაძლებლობა, პატივი მიაგოთ მათ ხსოვნას. ბათუმი - 15:00 სთ-ზე, ერას მოედანზე. ზუგდიდი - 15:00 სთ-ზე, ზვიად გამსახურდიას ბიუსტთან (ცენტრალური ბულვარის ტერიოტრიაზე“, - წერს ელენე ხოშტარია „ფეისბუკ“-ზე.
პუტინმა ბრძანა ომის გასაგრძელებლად ბიუჯეტი მოამზადონ
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)